07 ნოემბერი, 2023
მილენა აჟიბას სიტყვით გამოსვლა ევროსაბჭოში - "დემოკრატიის მსოფლიო ფორუმზე"
აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის ვლოგერები მილენა აჟიბა და ნინო პაპავა ევროსაბჭოში სიტყვით გამოვიდნენ.
ცენტრის მედიაპროექტის „გოგონები აფხაზეთიდან“ მონაწილეები პანელურ დისკუსიაში იღებდნენ მონაწილეობას, რომლის სახელწოდებაცაა „ქალების როლის მშვიდობის მშენებლობაში“.
ნინო პაპავა საზოგადოებას ქართულ, ხოლო მილენა აჟიბა აფხაზურ ენაზე მიესალმა.
ახალგაზრდებმა ისაუბრეს მედიაპროექტზე ,,გოგონები აფხაზეთიდან“, იმ წნეხსა და ბულინგზე, რომელიც ხშირ შემთხვევაში მოჰყვება მათ ვიდოებსა და საქმიანობას.
როგორც ახალგაზრდებმა აღნიშნეს ისინი წარმოადგენენ ენგურის ორივე მხარეს მცხოვრები იმ ქალებისა და ახალგზრდების ხმას, რომელთაც ჯერ არ შეუძლიათ ხმამაღლა თქვან რომ კონფლიქტი, ერთმანეთთან არ საუბარი, პრობლემაზე თვალის დახუჭვა გამოსავალი არ არის.
„ჩვენ ქალებმა უნდა გავბედოთ და ავიღოთ პასუხისმგებლობა ჩვენს მომავალზე. არ უნდა ველოდოთ როდის გააკეთებს სხვა ჩვენ გასაკეთებელს.
უნდა მივიღოთ მონაწილეობა მშვიდობიან მოლაპარაკებებში. გამოვიყენოთ ყველა საერთაშორისო პლატფორმა იმისთვის, რომ არ მივცეთ შესაძლებლობა სხვას აირჩიოს როგორი იქნება ჩვენი ხვალინდელი დღე“- აღნიშნეს აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის ვლოგერებმა. შეგახსენებთ ევროპარლამენტსა და ევროსაბჭოში მსოფლიო დემოკრატიის ფორუმი იმართება, რომლის წლევანდელი სახელწოდებაა „დემოკრატია=მშვიდობას?“.