ცენტრის პროექტები

19 აპრილი, 2023

“აფხაზეთიდან დანახული საქართველო მინდა”- ტარიელ ხარხელაურის “მიამბე აფხაზეთზე”


პროექტ ,,მიამბე აფხაზეთზე’’ ახალი სეზონის პირველი სტუმარი ყველასათვის საყვარელი პოეტი ტარიელ ხარხელაურია. ტარიელ ხარხელაური თანამედროვე პოეზიის გამორჩეული და ბრწყინვალე წარმომადგენელია, მისი პოეზიაც ავტორივით ნამდვილი და მართალია.
ამბობს, რომ სტუმარი მისთვის მკურნალია და აფხაზეთზე სასაუბროდ მშობლიურ სოფელში, სიმონიანთხევში გვეპატიჟება.
,,აფხაზეთის ჭრილობა არ უნდა მინელდეს, ის ხომ საერთო ტკივილია და შეცდომებიც ერთობლივადაა გამოსასწორებელი’’-აცხადებს პოეტი, რომელიც დარწმუნებულია, რომ ენგურს იქითაც ჩვენნაირად სტკივათ აფხაზეთი.
ტარიელ ხარხელაური აფხაზეთიდან დანახულ საქართველოზე ოცნებობს და იმედს იტოვებს,რომ ეს მის სიცოცხლეში მოხდება. სწორედ მაშინ იტყვის, რომ მას საქართველო სანახავი ჰქონია.

 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

27 აგვისტო, 2026

“დამოუკიდებლობა” თუ დამოკიდებულება - რა მიიღო ოკუპირებულმა აფხაზეთმა რუსეთისგან?

ვრცლად

Item 1

20 აგვისტო, 2026

"აფხაზეთი ჩემს მოგონებებში - ლურჯი ზღვა, ბავშვობა და მონატრებაა"- გეგი ფალიანი

ვრცლად

Item 1

18 აგვისტო, 2026

"სოხუმში ყველა ეროვნების ხალხი ცხოვრობდა"- იზო ბოკუჩავა

ვრცლად