ცენტრის პროექტები

26 აპრილი, 2023

შთამბეჭდავ კადრებად შემორჩენილი აფხაზეთი- ნინო ზაუტაშვილის “მიამბე აფხაზეთზე”


ცნობილ ტელეწამყვანსა და მსახიობს ნინო ზაუტაშვილს განსაკუთრებული მოგონებები აკავშირებს აფხაზეთთან.
ოჩამჩირის რაიონი სოფელი კინდღი, მისთვის განუმეორებელ ემოციებს აღძრავს, სადაც მის ოჯახს სახლი ჰქონდა. ამბობს, რომ აფხაზეთში განცდილი ემოციები დღემდე მოყვება და ცხოვრების საუკეთო წლებს უკავშირდება. ,, იქ იყო ურთიერთობების ზეიმი, ლაღი და ბედნიერი ბავშვობა, გამორჩეული სტუმართმოყვარეობა, აფხაზი და ქართველი მეგობრები’’- რაც, ნინო ზაუტაშვილის მეხსიერებას კადრებად შემორჩა. ეს კადრები კი, მას სიცოცხლის ბოლომდე გაყვება.

ამბობს , რომ გარდაუვალია აფხაზი და ქართველების ერთად ყოფნა. ,,უნდა გავაანალიზოთ, რა მოხდა და გადავდგათ ნაბიჯები ერთმანეთისკენ, პატიებით, მიტევებით აღვადგინოთ დროებით გახლეჩილი ურთიერთობები.’’-ასეთ სამშვიდობო გზავნილს აგზავნის ნინო ზაუტაშვილი ენგურს იქით, სადაც მას კინდღის სახლი, იქ დარჩენილ ბედნიერ ბავშვობასთან ერთად ელოდება.

 

 

 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

13 ოქტომბერი, 2026

10 000 ლარიანი ფულადი კომპენსაცია აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისთვის

ვრცლად

Item 1

13 ოქტომბერი, 2026

„ეს კონფლიქტი არცერთი მხარის გამარჯვება არ ყოფილა“ - გიორგი ყარყარაშვილი

ვრცლად

Item 1

09 ოქტომბერი, 2026

“აფხაზეთი დღეს”

ვრცლად