სიახლეები

28 ოქტომბერი, 2025

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მასწავლებლის ეროვნული პრემიის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა


➡️თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მასწავლებლის ეროვნული პრემიის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

➡️ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე დაესწრო.

➡️ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიმართეს.

➡️2025 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემია და ფულადი ჯილდო - 10 000 ლარი - განათლების სისტემისა და საზოგადოების განვითარებაში განსაკუთრებული წვლილის მქონე 10 პედაგოგს გადაეცა.

➡️მასწავლებლის ეროვნული დღე ყოველწლიურად აღინიშნება 27 ოქტომბერს - იაკობ გოგებაშვილის, ქართველი პედაგოგის, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტისა და საბავშვო მწერლის დაბადების დღეს.

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

05 მარტი, 2026

აფხაზეთის ა.რ იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მემ...

ვრცლად

Item 1

04 მარტი, 2026

“მადლობა იტალიელ ოჯახებს დევნილი ახალგაზრდებისგან” - აფხაზეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ მომზადებული...

ვრცლად

Item 1

04 მარტი, 2026

საქართველოს მწერალთა სახლში ნინო მირცხულავას წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

ვრცლად