სიახლეები

24 ოქტომბერი, 2025

დევნილ ოჯახებს თვალჭრელიძის ქუჩაზე მშენებარე კომპლექსში, ბინები გადაეცემათ


➡️თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე მშენებარე კომპლექსში, უკვე დასასრულს უახლოვდება 4 კორპუსის სარემონტო სამუშაოები.

➡️პირველ ეტაპზე, აღნიშნულ 4 კორპუსში, საცხოვრებელი ფართები იმ ოჯახებს გადაეცემა, ვინც მძიმე პირობებში, დევნილთა ე.წ კომპაქტური განსახლების ობიექტებში ფაქტობრივად ცხოვრობენ, რაც მონიტორინგის შედეგად დასტურდება. აღნიშნული ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფას, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია, კანონით განსაზღვრული რიგითობის მიხედვით განიხილავს.

➡️პროექტის მიხედვით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის 11 კორპუსში, 2 426 დევნილი ოჯახი, სრულად გარემონტებულ ბინებს მიიღებს.

➡️სამშენებლო სამუშაოები საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დაათვალიერა. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დღეს, იმ დევნილი ოჯახებისთვის მინიჭებული წინასწარი ქულები გამოქვეყნდება, ვინც თბილისში, ბინის მიღების მოთხოვნით, განაცხადი შეავსო.

 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

05 მარტი, 2026

აფხაზეთის ა.რ იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მემ...

ვრცლად

Item 1

04 მარტი, 2026

“მადლობა იტალიელ ოჯახებს დევნილი ახალგაზრდებისგან” - აფხაზეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ მომზადებული...

ვრცლად

Item 1

04 მარტი, 2026

საქართველოს მწერალთა სახლში ნინო მირცხულავას წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

ვრცლად