სიახლეები

17 ოქტომბერი, 2025

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 65-ე რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა


➡️2025 წლის 11-12 ნოემბერს დაგეგმილი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 65-ე რაუნდის ფარგლებში გაიმართა მოსამზადებელი შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ.

 

➡️შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მოლაპარაკებების ფორმატის ეფექტიანობის უზრუნველყოფაზე. ხაზი გაესვა რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას, მათ შორის იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების საკითხში პროგრესის მიღწევას.

 

➡️საქართველოს მხრიდან ყურადღება გამახვილდა ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს არსებულ მწვავე უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული ვითარების საკითხს. საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან აფხაზეთის რეგიონში ნდობის აღდგენისაკენ მიმართული პროექტების შეზღუდვისა და დაბლოკვის მცდელობებზე.

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

08 იანვარი, 2026

თბილისის ქუჩებში ტრადიციული საშობაო მსვლელობა გაიმართა

ვრცლად

Item 1

08 იანვარი, 2026

თბილისის ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში საშობაო ლიტურგია ჩატარდა

ვრცლად

Item 1

04 იანვარი, 2026

კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე იუბილარია

ვრცლად