
აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
სიახლეები
02 ოქტომბერი, 2025
“დღეს, როგორც შვილი, მე ვიხსენებ მამას, როგორც გმირს, ხოლო, როგორც მთავრობის თავმჯდომარე, ვიხსენებ მას და მის თანამებრძოლებს, როგორც ერთიანობისთვის და სამართლიანობისთვის მებრძოლებს” - გიორგი ჯინჭარაძე
“დღეს, როგორც შვილი, მე ვიხსენებ მამას, როგორც გმირს, ხოლო, როგორც მთავრობის თავმჯდომარე, ვიხსენებ მას და მის თანამებრძოლებს, როგორც საქართველოს თავისუფლებისთვის, ერთიანობისთვის და სამართლიანობისთვის მებრძოლებს” - გიორგი ჯინჭარაძე.
აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე 2 ოქტომბრის ტრაგიკულ დღეს იხსენებს. დღეს, როდესაც საკუთარი მამა დაიღუპა.
უცვლელად გთავაზობთ გიორგი ჯინჭარაძის განცხადებას, რომელიც ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა.
“1992 წლის 2 ოქტომბერს, გაგრის დაცემის დღეს, მამას სიცოცხლე წაართვეს. თუმცა ვერ მოკლეს მთავარი - იდეა ერთიანი და ძლიერი საქართველოს შესახებ, რომლისთვისაც ის იბრძოდა. ეს იდეა დღესაც ცოცხლობს და თითოეული ჩვენგანის გულში აგრძელებს არსებობას.
მაშინ, როცა მე მხოლოდ ხუთი თვის ვიყავი, დედა მარტო დარჩა სამ შვილთან ერთად. მიუხედავად უდიდესი ტკივილისა, მისმა სიმტკიცემ და რწმენამ შეძლო, ღირსეულად აღეზარდა შვილები და შეგვიძლია სწორედ მის მაგალითზე ვთქვათ, რომ ჩვენი გზა სიძულვილით კი არა, მშვიდობითა და სიყვარულით უნდა გაგრძელდეს.
დღეს, როგორც შვილი, მე ვიხსენებ მამას, როგორც გმირს, ხოლო, როგორც მთავრობის თავმჯდომარე, ვიხსენებ მას და მის თანამებრძოლებს, როგორც საქართველოს თავისუფლებისთვის, ერთიანობისთვის და სამართლიანობისთვის მებრძოლებს. მათი სიცოცხლით გადახდილი ფასი გვავალდებულებს, რომ ბრძოლა სამშობლოს გამთლიანებისთვის გაგრძელდეს სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობით.
დარწმუნებული ვარ, ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით იმ მიწაზე, რომლისთვისაც მათ თავი გასწირეს. ეს დაბრუნება იქნება თითოეული ოჯახის, მთელი საქართველოს გამარჯვება, ქვეყნის გამთლიანება და სამართლიანობის აღდგენა.
ჩვენი გმირების მემკვიდრეობაა რწმენა, რომ საქართველოს მომავალი იქნება მშვიდობიანი, ერთიანი და ძლიერი. ამ რწმენით ავაშენებთ მომავალს, სადაც მსგავსი ტრაგედიები აღარასოდეს განმეორდება” - განაცხადა აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ.
მიხეილ ჯინჭარაძე 1992 წლის 2 ოქტომბერს ადმინისტრაციული შენობის დაცვის დროს მოკლეს. ის გახლდათ აფხაზეთის უზენაესი საბჭოს დეპუტატი, გაგრის ვიცე-მერი და ქალაქის უშიშროების საბჭოს კომისიის წევრი.
მიხეილ ჯინჭარაძე დაკრძალულია ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაოზე.
მსგავსი სიახლეები
02 ოქტომბერი, 2025
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში დოკუმენტური ფილმის "სოხუმის ფეხბურთელი მერი“ ჩვენება გაიმართა
02 ოქტომბერი, 2025
"დღეს უმძიმესი დღეა, გაგრის დაცემის დღე, რამაც აფხაზი და ქართველი ხალხის დროებით გახლეჩვა გამოი...