აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
სიახლეები
02 ოქტომბერი, 2025
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში დოკუმენტური ფილმის "სოხუმის ფეხბურთელი მერი“ ჩვენება გაიმართა
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში დოკუმენტური ფილმის "სოხუმის ფეხბურთელი მერი“ ჩვენება გაიმართა.
ფილმი ეძღვნება ეროვნულ გმირს, გურამ გაბესკირიას — სოხუმის მერს, რომელიც სეპარატისტებმა 1993 წელს დახვრიტეს.
"სოხუმის ფეხბურთელი მერი“ წარდგენილი იყო ბათუმის პირველ საერთაშორისო სპორტული ფილმების ფესტივალზე “ნიკე“, სადაც ჟიურისგან სპეციალური დიპლომი დაიმსახურა.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსი აღნიშნული ფილმის ჩვენებას აფხაზეთის ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია,უნივერსიტეტის რექტორი და საზოგადოების წარმომადგენლები, ასევე სტუდენტები ესწრებოდნენ.
ფილმის ჩვენების შემდეგ, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოლკლორულმა ანსამბლმა „მორდუმ“ შეასრულა მეგრული და აფხაზური სიმღერები.
მსგავსი სიახლეები
05 მარტი, 2026
აფხაზეთის ა.რ იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მემ...
04 მარტი, 2026
“მადლობა იტალიელ ოჯახებს დევნილი ახალგაზრდებისგან” - აფხაზეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ მომზადებული...