სიახლეები

30 სექტემბერი, 2025

ჟიული შარტავას და მისი თანამებრძოლების დაღუპვიდან 32 წლისთავთან დაკავშირებული მემორიალური ღონისძიება


➡️აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის  სამინისტროს და ჟიული შარტავას საზოგადოების ერთობლივი ორგანიზებით, საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას და მისი თანამებრძოლების დაღუპვიდან 32 წლისთავთან დაკავშირებით მონუმენტთან "საქართველოსთვის" ღონისძიება გაიმართა.

➡️ღონისძიების მონაწილეებმა საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და გაიხსენეს ჟიული შარტავას და სხვა თანამებრძოლების თავდადება საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში.

➡️მემორიალურ ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოსს, აფხაზეთის ა/რ მთავრობის და დაღუპულთა ოჯახის წევრები, საზოგადოების წარმომადგენლები.

➡️1993 წლის 27 სექტემბერს  აფხაზეთის ა/რ მინისტრთა საბჭოს და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა  აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს  თანამშრომლებთან და დაცვის წევრებთან ერთად ტყვედ აიყვანეს, აწამეს და დახვრიტეს.

 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

05 მარტი, 2026

აფხაზეთის ა.რ მთავრობის თავმჯდომარე დევნილ მეწარმე ქალბატონებს შეხვდა

ვრცლად

Item 1

05 მარტი, 2026

აფხაზეთის ა.რ იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მემ...

ვრცლად

Item 1

04 მარტი, 2026

“მადლობა იტალიელ ოჯახებს დევნილი ახალგაზრდებისგან” - აფხაზეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ მომზადებული...

ვრცლად