აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
სიახლეები
29 სექტემბერი, 2025
"სოხუმის ფეხბურთელი მერი" - ფილმი გურამ გაბესკირიაზე
„სოხუმის ფეხბურთელი მერი“ — ასე ჰქვია დოკუმენტურ ფილმს, რომელიც კინოთეატრ „ამირანში“ მაყურებელს წარედგინა.
ფილმი ეძღვნება ეროვნულ გმირს, გურამ გაბესკირიას — სოხუმის მერს, რომელიც სეპარატისტებმა 1993 წელს დახვრიტეს.
რეჟისორ ენემეო სიდიანის მოკლემეტრაჟიან ფილმში გამოყენებულია გაბესკირიას მეგობრების და ოჯახის წევრების მოგონებები, ფოტო და ვიდეომასალა საოჯახო არქივიდან.
ფილმი წარდგენილი იყო ბათუმის პირველ საერთაშორისო სპორტული ფილმების ფესტივალ “ნიკე“-ზე, სადაც ჟიურისგან სპეციალური დიპლომი დაიმსახურა. ხოლო სცენარი, რომლის ავტორი მწერალი ნანა ქარდავაა, კრეატიულად და ემოციურად გადმოცემული სცენარისთვის დაჯილდოვდა.
მსგავსი სიახლეები
05 მარტი, 2026
აფხაზეთის ა.რ იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მემ...
04 მარტი, 2026
“მადლობა იტალიელ ოჯახებს დევნილი ახალგაზრდებისგან” - აფხაზეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ მომზადებული...