სიახლეები

26 სექტემბერი, 2025

ათენში, დევნილი მოზარდებისთვის საერთაშორისო ბანაკი მოეწყო


➡️აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრომ მომსახურების სააგენტოსთან ერთად, აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს საბერძნეთში, ქალაქ ათენში უმასპინძლა.

➡️საერთაშორისო ბანაკში მოზარდების ორკვირიანი დასვენება მსოფლიო საპატრიარქოსა და ათენის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა. აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდები 4 სექტემბრიდან 20 სექტემბრის ჩათვლით, მრავალფეროვან კულტურულ-შემეცნებით და გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობდნენ. მათთვის მოეწყო ექსკურსიები ქალაქ ათენის ისტორიულ ადგილებში.

➡️ბანაკის დახურვის ღონისძიებაზე აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია და ქალაქ ათენის მერი იმყოფებოდნენ. სტუმრები აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს გაესაუბრნენ და ღონისძიების ბოლოს სერტიფიკატები გადასცეს.

 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

08 იანვარი, 2026

თბილისის ქუჩებში ტრადიციული საშობაო მსვლელობა გაიმართა

ვრცლად

Item 1

08 იანვარი, 2026

თბილისის ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში საშობაო ლიტურგია ჩატარდა

ვრცლად

Item 1

04 იანვარი, 2026

კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე იუბილარია

ვრცლად