
აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
სიახლეები
25 სექტემბერი, 2025
დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება
აფხაზეთის ა/რ მთავრობა აქტიურად აგრძელებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში მოსახლეობასთან შეხვედრებს. მინისტრთა კაბინეტის წევრები ადგილზე ეცნობიან დევნილთა პრობლემებს და ახდენენ არსებული საჭიროებების იდენტიფიცირებას.
აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე იძულებით გადაადგილებულ პირთა და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრებთან ერთად თბილისში, მეტრომშენის დასახლებაში რამდენიმე ობიექტზე იმყოფებოდა. შეხვედრებს ასევე ესწრებოდა ისნის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი კახაბერ ლაბუჩიძე.
მოსახლეობასთან შეხვედრები შედგა დიდუბის რაიონშიც, სადაც კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ასევე განათლებისა და კულტურის მინისტრები შეხვდნენ, რომლებმაც მოსახლეობის საჭიროებები დეტალურად მოისმინეს. შეხვედრაზე იმყოფებოდა დიდუბის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი გივი ჩხარტიშვილი.
დედაქალაქის გარდა დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა რეგიონებშიც. აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი თენგიზ ნასარიძე ქალაქ ქუთაისის მერობის კანდიდატთან, დავით ერემეიშვილთან ერთად ქუთაისში განსახლებულ დევნილებს შეხვდა. გაეცნო კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებთა პრობლემებს და მათთან ერთად განიხილა მოგვარების შესაძლო გზები.
ფინანსთა და ეკომომიკის სამინისტროს წარმომადგენლებმა ქუთაისში, შერვაშიძის ქუჩაზე დევნილთა ახალი ჩასახლების ტერიტორიაზე გამწვანების აქციაც გამართეს.
როგორც აფხაზეთის ა/რ მთავრობის წევრები აღნიშნავენ, თითოეული პრობლემასა და საკითხს, რომლებიც მოსახლეობასთან შეხვედრებზე იკვეთება, სამუშაო ფორმატში განიხილავენ და ეტაპობრივად რეაგირებას მოახდენენ.
მსგავსი სიახლეები
21 ოქტომბერი, 2025
ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში სვეტლანა ქეცბას ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო და წიგნის „საქა...