აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
სიახლეები
23 სექტემბერი, 2025
სოხუმის დრამატული თეატრი პრემიერისთვის ემზადება
სოხუმის კ.გამსახურდიას სახელობის დრამატული თეატრი პრემიერისთვის ემზადება.
„გზა“ - ასე ჰქვია აფხაზეთის თემაზე შექმნილ სპექტაკლს, რომლის ქორეოგრაფიული პერფორმანსი რეჟიზორ კოტე ლიპარტელიანს ეკუთვნის. პროექტის პრემიერა პირველად 2024 წელს ვარშავაში შედგა.
სპექტაკლი სოხუმის დაცემის დღეს და ყველა იმ ადამიანს ეძღვნება , ვინც 1993 წელს ჭუბერის უღელტეხილზე 250 კილომეტრიანი ურთულესი „გოლგოთის გზა“ გაიარა.
ამ ადამიანებს შორის იყო მსახიობი ჯაბა ჯანაშია, რომელიც დევნილი თავის დაბადების დღეზე 27 სექტემბერს გახდა. 9 წლის ჯაბას, მშობლებთან და დასთან ერთად, ჭუბერის უღელტეხილის გადასალახად 13 დღე დასჭირდა.
რეალურ ისტორიებზე შთაგონებითვე შეიქმნა მუსიკა და ფერფორმანსი, სპექტაკლისთვის „გზა“, რომელსაც მაყურებელი 25 სექტემბერს სოხუმის კ.გამსახურდიას სახელობის დრამატული თეატრის სცენაზე იხილავს.
მსგავსი სიახლეები
05 მარტი, 2026
აფხაზეთის ა.რ იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მემ...
04 მარტი, 2026
“მადლობა იტალიელ ოჯახებს დევნილი ახალგაზრდებისგან” - აფხაზეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ მომზადებული...