სიახლეები

22 სექტემბერი, 2025

სოხუმში, ბაბუშერას აეროპორტში დატრიალებული ტრაგედიიდან 32 წელი გავიდა


➡️სოხუმში, ბაბუშერას აეროპორტში დატრიალებული ტრაგედიიდან 32 წელი გავიდა.

 

➡️1993 წლის 22 სექტემბერს, თვითმფრინავი, რომელიც თბილისიდან სოხუმში მიფრინავდა და რომლის ბორტზეც სამხედრო პოლიციის თანამშრომლები, სპეცდანიშნულების რაზმის წევრები, გვარდიის მებრძოლები, მოხალისეები, სამედიცინო მუშაკები და მშვიდობიანი მოქალაქეები იმყოფებოდნენ, რუსული საბრძოლო ხომალდებიდან ნასროლი რაკეტით ჩამოაგდეს. საჰაერო ხომალდი ბაბუშერის აეროპორტში დაეშვა და მთლიანად დაიწვა. თვითმფრინავში მყოფი 132 ადამიანიდან 108 დაიღუპა. 24 მგზავრი კი აფეთქებას სასწაულებრივად გადაურჩა. ცხედრები აეროპორტთან ახლოს დაკრძალეს.

 

➡️სამარხი წლების შემდეგ გაიხსნა და დაღუპულების გადმოსვენება ეტაპობრივად განხორციელდა.

 

➡️ამ თარიღთან დაკავშირებით დიღმის ძმათა სასაფლაოზე, ბაბუშერას ტრაგედიის მსხვერპლთა მემორიალი მოინახულეს და მათი საფლავები გვირგვინებით შეამკეს: აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჟინჭარაძემ, საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა კობა კობალაძემ და დაღუპულთა  ოჯახის წევრებმა.

 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

08 იანვარი, 2026

თბილისის ქუჩებში ტრადიციული საშობაო მსვლელობა გაიმართა

ვრცლად

Item 1

08 იანვარი, 2026

თბილისის ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში საშობაო ლიტურგია ჩატარდა

ვრცლად

Item 1

04 იანვარი, 2026

კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე იუბილარია

ვრცლად