
აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
სიახლეები
19 სექტემბერი, 2025
„ენგურჰესი ჩვენი ენერგეტიკის გულია - ამ გულის ნაწილი აფხაზეთში მდებარეობს“ - ენერგეტიკოსის დღე
საქართველოს ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ენგურჰესის მნიშვნელობას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის. აღინიშნა, რომ ენგურჰესის გული ოკუპირებულ აფხაზეთში მდებარეობს.
„ენერგეტიკა საქართველოს ეკონომიკის მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს, ხოლო ენგურჰესი ჩვენი ენერგეტიკის გულია - ამ გულის ნაწილი აფხაზეთში მდებარეობს და წლების განმავლობაში ჩვენს ოკუპირებულ მიწასთან დამაკავშირებელი ხიდის ფუნქციას ასრულებდა. მომავალშიც ენგურჰესი შეასრულებს უმთავრეს როლს ყველა სხვა ჩატეხილი ხიდის გამთლიანების საქმეში“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება „ენგურჰესის“ თაღოვანი კაშხლის ტერიტორიაზე გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს და სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მთავრობის და პარლამენტის წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის, ენერგეტიკის სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლები.
ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე ესწრებოდა.
მსგავსი სიახლეები
19 სექტემბერი, 2025
აფხაზეთის ა/რ მთავრობის წევრები კრწანისში ჩხაიძის ქუჩზე არსებულ დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვ...
18 სექტემბერი, 2025
პროექტ “შემოქმედებითი ზაფხულის” ფარგლებში შექმნილი აფხაზური თემატიკის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა