სიახლეები

14 სექტემბერი, 2025

ქუთაისში აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ


➡️ქუთაისში შერვაშიძის ქუჩაზე დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრებ, აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.

➡️სამედიცინო აქციის ფარგლებში დევნილ ბენეფიციარებს, შესაძლებლობა ქონდათ თბილისის წამყვანი კლინიკების, მაღალკვალიფიციური ექიმებისგან მიეღოთ კონსულტაცია. ჩაეტარებინათ სხვადასხვა პროფილის, როგორც ამბულატორიული ასევე ექოსკოპიური კვლევები. დევნილ ბენეფიციარებს დანიშნულების შესაბამისად უფასო მედიკამენტებიც გადაეცათ.

➡️უფასო სამედიცინო აქცია აფხაზეთის ა/რ მთავრობის მხარდაჭერით და აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა, რომლის მიმდინარეობასაც აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ბესიკ კუსიდთან ერთად გაეცნო.

➡️გიორგი ჯინჭარაძის თქმით დევნილი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა და სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობა, აფხაზეთის მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ მგავსი ტიპის უფასო სამედიცინო კვლევები მთელი საქართველოს მასშტაბით მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

 

 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

08 იანვარი, 2026

თბილისის ქუჩებში ტრადიციული საშობაო მსვლელობა გაიმართა

ვრცლად

Item 1

08 იანვარი, 2026

თბილისის ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში საშობაო ლიტურგია ჩატარდა

ვრცლად

Item 1

04 იანვარი, 2026

კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე იუბილარია

ვრცლად