სიახლეები

05 აპრილი, 2023

რუსეთში აფხაზეთის ელჩი ალხას კვიცინია 5 აპრილს რწმუნებათა სიგელს გადასცემს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს


რუსეთში “აფხაზეთის ელჩი” ალხას კვიცინია 5 აპრილს რწმუნებათა სიგელს გადასცემს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს. მისი განცხადებით, ის კრემლშია მიწვეული რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიაზე.

“აფსნიპრესის” ინფორმაციით, უფრო ადრე რუსეთის პრეზიდენტის პრეს – მდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ უცხოელი დიპლომატების მიერ რწმუნებათა სიგელის გადაცემის ცერემონია მიმდინარე კვირაში გაიმართება და მასში მონაწილეობას 17-18 ახალი ელჩი მიიღებს.

გამოცემის ცნობით,  აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ასლან ბჟანიას ბრძანებულებით, “აფხაზეთის ელჩს რუსეთში” ალხას კვიცინიას მიენიჭა “საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის უმაღლესი დიპლომატიური წოდება”.

პარტია “ამცახარას” ყოფილი ლიდერი ალხას კვიცინია რუსეთში “აფხაზეთის ელჩად” 2022 წლის ნოემბერში დაინიშნა. მანამდე “მოსკოვში აფხაზეთის ელჩი” იგორ ახბა იყო. 2021 წლის დეკემბერში ის ევრაზიული ინტეგრაციის საკითხებში “აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს” სპეციალურ წარმომადგენლად დაინიშნა.

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

12 იანვარი, 2026

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი სოხუმის უნივერისტეტის რექტორს შეხვდა

ვრცლად

Item 1

12 იანვარი, 2026

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან მოქალაქეთა მიღება განახლდა

ვრცლად

Item 1

08 იანვარი, 2026

თბილისის ქუჩებში ტრადიციული საშობაო მსვლელობა გაიმართა

ვრცლად