სიახლეები

12 სექტემბერი, 2025

აფხაზები: აფხაზეთში ქურდობა და ყაჩაღობა ყოველდღიურობა გახდა


➡️ოკუპირებულ აფხაზეთში კრიმინალური სიტუაციის გაუარესებასთან დაკავშირებით ინფორმაციას თავად აფხაზები ავრცელებენ. ე.წ ვეტერანების ორგანიზაცია ,,არუაა” საგანგაშო მდგომარეობასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ გუდაუთასა და სოხუმში ძალადობისა და მკვლელობების რიცხვი გაიზარდა. აღნიშნულის მიზეზად თავადვე დაუსჯელობას ასახებენ. განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ნარკომანიის მასშტაბებიც გაზრდილია, რაც თავის მხრივ, კრიმინალურ დაჯგუფებებს უკავშირდება და რიგით მოქალაქეებს საფრთხეს უქმნის.

 

➡️,,შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებას არაფერი აქვს საერთო რეალურ სტატისტიკასთან. დანაშაული იმალება და არსად ფიქსირდება. ქურდობა და ყაჩაღობა ყოველდღიურობა გახდა. სულ უფრო მეტი რუსი ტოვებს აფხაზეთს საელჩოს მიერ გაცემული დროებითი საბუთებით, რადგან მათ აფხაზეთში საბუთები უბრალოდ მოპარეს. შემაშფოთებელია ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს” ხელმძღვანელების მოქმედებები. იღებენ ქრთამს და ეწევიან ბიზნეს, ჰყოფენ ხალხს თავისიანებად და სხვებად. მიწის საკითხი გახდა კორუფციის წყარო და ნაციონალური სიმდიდრე გაიქურდა. ცალკეულმა პირებმა ჰექტრობით მიწები დაისაკუთრეს და არ იხდიან გადასახადებს”- ნათქვამია განცხადებაში. 

 

➡️შექმნილ სიტუაციაში „არუაა“ აფხაზეთის ე.წ ყოფილ პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას ადანაშაულებს. ისინი მოითხოვენ, მკაცრად გაკონტროლდეს მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის პროცესი და თითოეულის ,,რეალური”  მფლობელი დადგინდეს. ასევე, შეწყდეს მაღალ „თანამდებობებზე“ ისეთი პირების დანიშვნა, რომელთა ქმედებები ძირს უთხრის მოქალაქეების უსაფრთხოებას და ნდობას.

 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

13 სექტემბერი, 2025

ანაკლიაში დევნილი ახალგაზრდებისთვის შემეცნებითი ტური დასრულდა

ვრცლად

Item 1

13 სექტემბერი, 2025

აფხაზეთის ა/რ მთავრობის წევრები დევნილ მოსახლეობას შეხვდნენ

ვრცლად

Item 1

12 სექტემბერი, 2025

პროექტი ,,სამართლის კვირეული“ დაიწყო

ვრცლად