აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
სიახლეები
08 მაისი, 2023
“ქალაქს ხიბლი დაუკარგეს” – სოხუმში ქაოტურ მშენებლობებს აპროტესტებენ
აფხაზეთის პარლამენტს ჯერ არც განუხილავს ე.წ. აპარტამენტების ექსპლუატაციის შესახებ კანონპროექტი, თუმცა უკანასკნელი რამდენიმე თვეა ეს საკითხი აფხაზური საზოგადოების ვნებათაღელვას იწვევს.
სანამ პოლიტიკოსები ჰიპოტეტურ კანონზე საკუთარ სტრატეგიებს აწყობენ, ბიზნესმენები, მომავალში საცხოვრებელი ფართების სარგებლიანად გაყიდვის მიზნით მრავალბინიან შენობებს აშენებენ.
მშენებლობის პროცესი ზედმეტი ყურადღების გარეშე ჩაივლიდა, რომ არა აქტივისტთა ჯგუფი Харахакалакь [“ჩვენი ერი”], რომელმაც სოხუმის ცენტრში მრავალსართულიანი შენობის მშენებლობის წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო.
სოხუმის სანაპიროსთან, რუსეთის საელჩოს გვერდით საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა ბიზნესმენმა თემურ ზარქუამ დაიწყო. სამუშაოები დინამიურად მიმდინარეობდა, თუმცა, როგორც კი, შენობის ბოლო სართულები ქალაქის ყველა წერტილიდან გამოჩნდა, სოხუმელები შეშფოდნენ – სოციალურ ქსელებში მომხმარებლები და საინიციატივო ჯგუფ Харахакалакь-ის არქიტექტორები და ინჟინრები სოხუმის არქიტერქტურის განადგურებაზე საუბრობდნენ და მშენებლობის კანონიერების ეჭვი გამოთქვეს. მათვე დაიწყეს მშენებლობის დოკუმენტაციის მოკვლევაც.
აქტივისტებს ხელში ჩაუვარდათ დოკუმენტი – სოხუმის საქალაქო კრების 2009 წლის განკარგულება, სადაც საუბარია იმაზე, რომ ქალაქის იმ კონკრეტულ ტერიტორიაზე აკრძალულია 16 მეტრზე მაღალი შენობის მშენებლობა. შენობა კი, რომელსაც თემურ ზარქუა აშენებს, ამ მაჩვენებელს ბევრად აჭარბებს.
შესაბამისად, აქტივისტებმა გენერალურ პროკურატურას მიმართეს. პროკურატურაში არქიტექტორების შენიშვნები გაიზიარეს და მშენებლობის შეწყვეტა და ზედა სართულების დემონტაჟი მოითხოვეს.
თუმცა, სოხუმის მერი ბესლან ეშბა პროკურატურის მოთხოვნას არ დაეთანხმა და 2009 წლის დადგენილებას უკანონო უწოდა.
სანამ ბიუროკრატიული შეტაკებებია, მშენებლობა გრძელდება. არაოფიციალური ინფორმაციით, აფხაზი ბიზნესმენის უკან კი “რუსული ფულია”.
სიტუაციაზე გავლენის სადავეების არარსებობის გამო Харахакалакь-მ საინფორმციო ომი დაიწყო. სოციალური ქსელების, ბლოგერებისა და მედიის დახმარებით, აქტივისტებმა აფხაზეთში გავლენიანი და ავტორიტეტული მოქალაქეების მოსაზრებების გაზიარება დაიწყეს.
პირველი ასეთი მოსაზრება რომან დბარს ეკუთვნის, აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის ეკოლოგიის ინსტიტუტის დირექტორს, რომელმაც სოხუმის უკანასკნელი ოცი წლის არქიტექტურას “აბსოლუტურად ქაოტური მშენებლობების დომინირება” უწოდა.
ამის მიზეზად კი სპეციალისტი ქალაქ სოხუმის მშენებლობის გენერალური გეგმისა დ კონცეფციის არარსებობას ასახელებს.
“დღეს, მცირე გამონაკლისების გარდა, მშენებარე ობიექტები დაბალი არიქტექტურული ხარისხითა და იაფფასიანი და ღრმა პროვინციალიზმის ხელწერით გამოირჩევა.
ზღვის კუთხიდან თუ გავხედავთ ქალაქს, დავინახავთ სამგანზომლებიან სივრცეს. მაღალი შენობები საზღვაო ზოლში, დაფარავს ამ სივრცეებს და სოხუმის ესთეტიკას სულ გააქრობს” – ამბობს რობან დბარი.
ამასთან, დბარი საუბრობს იმაზე, რომ ახალი ობიექტების მშენებლობები არ ითვალისწინებს სატრანსპორტო დატვირთვას, ელექტრომომარგებისა და წყალმომარაგების საკითხებს, რომელიც ძალიან პრობლემურია სოხუმში.
Харахакалакь-ს აქტივისტთა ჯგუფს შეუერთდა საინიციატივო ჯგუფი «Харахпицунда». მათ “უკანონო მშენებლოების წინააღმდეგ” დააორგანიზეს აქცია, რომლის ფარგლებში ქალაქში გამოკიდეს ბანერები და მოწოდებები ხელისუფლებისადმი და საზოგადოებისადმი. ასევე ბანერები ვლადისლავ არძინბას ფრაზებით და ციტატები ფაზილ ისკანდერის შემოქმედებიდან.
პლაკატების ჩამოკიდების გამო შსს-ს თანამშრომლებმა აქციაში მონაწილე ახალგაზრდები წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით ერთი დღით დააკავეს. ბანერები კი შესაძლო “ექსტრემიზმის დასადგენად” ექსპერტიზაზე გაგზავნეს.
ინციდენტმა აფხაზურ საზოგაოდოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია, «Харахпицунда»-ს მოანილეები კი, დღის გმირები გახდნენ.
მსგავსი სიახლეები
22 ნოემბერი, 2024
,,აფხაზეთში საინტერესო, რთული და წინააღმდეგობრივი პროცესები მიდის და მათი ანალიზი, გააზრება არის აუც...
22 ნოემბერი, 2024
დავით მორგოშიამ მინისტრის მრჩეველი და აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დ...
22 ნოემბერი, 2024
Interpressnews-ის მიერ გამოქვეყნებული სტატია ლევან მგალობლიშვილის აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკურ...