სიახლეები

09 სექტემბერი, 2025

აფხაზეთის ა/რ მთავრობაში კომპაქტურ ჩასახლებებში არსებული საჭიროებების შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა


➡️მოსახლეობასთან შეხვედრებისა და დევნილთა განსახლების ადგილებში მათი საჭიროებების გაცნობის შემდეგ, გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრ დავით ფაცაციასთან და აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ თენგიზ ნასარიძესთან ერთად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს რეგიონული დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
 
➡️შეხვედრის მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს ქვეყნის მასშტაბით ყველა დევნილთა განსახლების ობიექტში არსებული საჭიროებები, მათ შორის კრიტიკული საჭიროებების, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისა და სოციალური მომსახურების ხელმისაწვდომობის საკითხები.
 
➡️აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, გიორგი ჯინჭარაძემ ყურადღება გაამახვილა საჭიროებების დროულ და ეფექტიან იდენტიფიცირებაზე. ასევე, მთავრობის აპარატისა და სააგენტოს რეგიონული დეპარტამენტების კოორდინირებული მუშაობის აუცილებლობაზე.

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

05 მარტი, 2026

დევნილი მეწარმე ქალები აფხაზეთისთვის

ვრცლად

Item 1

05 მარტი, 2026

აფხაზეთის ა.რ მთავრობის თავმჯდომარე დევნილ მეწარმე ქალბატონებს შეხვდა

ვრცლად

Item 1

05 მარტი, 2026

აფხაზეთის ა.რ იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მემ...

ვრცლად