სიახლეები

08 სექტემბერი, 2025

გიორგი ჯინჭარაძე ქუთაისში შერვაშიძის ქუჩაზე მცხოვრები დევნილი მოსახლეობის პრობლემურ საკითხებს გაეცნო


➡️აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე ქუთაისში შერვაშიძის ქუჩაზე მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას შეხვდა.

➡️შეხვედრის ფარგლებში გიორგი ჯინჭარაძემ და ქუთაისის მერობის კანდიდატმა დავით ერემაშვილმა დევნილი მოსახლეობის პრობლემური საკითხები მოისმინეს და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.

➡️"პრობლემური საკითხების ინდეტიფიცირება და მათზე სწრაფი რეაგირება ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია" - აღნიშნა გიორგი ჯინჭარაძემ და ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს დევნილი მოსახლეობის გვერდში დგომისთვის და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

➡️დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრას აფხაზეთის ა/რ მთავრობის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

08 იანვარი, 2026

თბილისის ქუჩებში ტრადიციული საშობაო მსვლელობა გაიმართა

ვრცლად

Item 1

08 იანვარი, 2026

თბილისის ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში საშობაო ლიტურგია ჩატარდა

ვრცლად

Item 1

04 იანვარი, 2026

კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე იუბილარია

ვრცლად