სიახლეები

25 აგვისტო, 2025

გიორგი ჯინჭარაძე ილორის წმინდა გიორგის ტაძრის საკვირაო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა


➡️თბილისში, ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის საკვირაო სკოლის მოსწავლეებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე შეხვდა და ის პროგრამები გააცნო, რომლებიც აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა მიმართულებით ხორციელდება.

 

➡️მთავრობის თავმჯდომარემ და ტაძრის წინამძღვარმა, მამა ლევან ჯანაშიამ ახალგაზრდების ხელშეწყობის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მთავრობისა და მისი სამინისტროების სხვადასხვა პროექტებში ახალგაზრდების ჩართულობის აუცილებლობას გაუსვეს ხაზი.

 

➡️შეხვედრას აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ბექა ღვაჩლიანი და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრი ალიონა ჩხოტუა ესწრებოდნენ, რომლებმაც კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო, კულტურული და ინტეგრაციული პროგრამების ხელშეწყობა მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება.

 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

05 მარტი, 2026

დევნილი მეწარმე ქალები აფხაზეთისთვის

ვრცლად

Item 1

05 მარტი, 2026

აფხაზეთის ა.რ მთავრობის თავმჯდომარე დევნილ მეწარმე ქალბატონებს შეხვდა

ვრცლად

Item 1

05 მარტი, 2026

აფხაზეთის ა.რ იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მემ...

ვრცლად