სიახლეები

15 აგვისტო, 2025

მსახიობი მერაბ ბრეკაშვილი 61 წლის ასაკში გარდაიცვალა


➡️მძიმე ავადმყოფობის შედეგად 61 წლის ასაკში გარდაიცვალა მსახიობი, კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი მერაბ ბრეკაშვილი.
 
➡️მერაბ ბრეკაშვილმა თეატრალური ინსტიტუტის დასრულების შემდეგ მშობლიურ ქალაქს მიაშურა და სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის თეატრის მსახიობი გახდა. დევნილობაში კი გარკვეული პერიოდის განმავლობაში აღნიშნული თეატრის ხელმძღვანელიც გახლდათ.
 
➡️შექმნა არაერთი საინტერესო და დასამახსოვრებელი სახე, რომელთა შორისაც გამორჩეულია აფხაზის როლი გურამ ოდიშარიას პიესაში "ზღვა, რომელიც შორია", თემურ ჩხეიძის დადგმით.
 
➡️ცხოვრების ბოლო წლები მსახიობმა მოზარდ მაყურებელთა თეატრს დაუკავშირა შექმნა მნიშვნელოვანი როლები სპექტაკლებში "ამიკო", "იავნანამ რა ჰქმნა", "ირინეს ბედნიერება", "მეფე ლირი თავშესაფარში", "ჭორიკანა ქალები " და მრავალი სხვა.
 
➡️წელს მოზარდ მაყურებელთა თეატრმა გამოსცა მერაბ ბრეკაშვილის 40 წლიანი შემოქმედებითი ცხოვრების ამსახველი ალბომი.
 
➡️აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი უსამძიმრებს მსახიობის ოჯახის წევრებს, კოლეგებსა და მაყურებელს.
 
 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

08 იანვარი, 2026

თბილისის ქუჩებში ტრადიციული საშობაო მსვლელობა გაიმართა

ვრცლად

Item 1

08 იანვარი, 2026

თბილისის ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში საშობაო ლიტურგია ჩატარდა

ვრცლად

Item 1

04 იანვარი, 2026

კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე იუბილარია

ვრცლად