აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
სიახლეები
13 აგვისტო, 2025
გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთის საჯარო სკოლის დირექტორებს შეხვდა
აფხაზეთის საჯარო სკოლებში სწავლებისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება.
პროცესის გასაცნობად და პედაგოგებთან შესახვედრად ქუთაისში იმყოფებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე და განათლებისა და კულტურის მინისტრი ბექა ღვაჩლიანი.
სტუმრებმა დაათვალიერეს აფხაზეთის მე-5 და მე-6 საჯარო სკოლების სასწავლო გარემო, გაეცნენ ინფრასტრუქტურულ მდგომარეობას და ისაუბრეს როგორც არსებული გამოწვევების, ისე სამომავლო პროექტების შესახებ.
შეხვედრებს აფხაზეთის საჯარო სკოლების დირექტორები და პედაგოგები ესწრებოდნენ.
მსგავსი სიახლეები
07 ნოემბერი, 2025
აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სახელობითი სტიპენდიების მფლობელები დააჯილდოვდნენ