სიახლეები

31 ივლისი, 2025

სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე "აზდაკის ბაღის" საპრემიერო სპექტაკლი "მე ვხედავ მზეს" გაიმართა


➡️სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროფესიული სახელმწიფო ინტეგრირებული თეატრის "აზდაკის ბაღის“ სპექტაკლი "მე ვხედავ მზეს“ დაიდგა.

➡️საპრემიერო წარმოდგენას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი თამაზ ხუბუა, აფხაზეთის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ.

➡️სპექტაკლი ნოდარ დუმბაძის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით რეჟისორმა ბაჩო გაბრუაშვილმა დადგა და მასში განსაკუთრებული საჭიროების მქონე ოცამდე მსახიობი მონაწილეობდა.

➡️მიმდინარე წელს ინტეგრირებულმა თეატრმა „აზდაკის ბაღი“ 10 წლის იუბილე აღნიშნა, ხოლო „მე ვხედავ მზეს“ არის პირველი სპექტაკლი, რომელიც დასმა სახელმწიფო თეატრის რანგში წარმოადგინა.

➡️ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.

 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

05 მარტი, 2026

დევნილი მეწარმე ქალები აფხაზეთისთვის

ვრცლად

Item 1

05 მარტი, 2026

აფხაზეთის ა.რ მთავრობის თავმჯდომარე დევნილ მეწარმე ქალბატონებს შეხვდა

ვრცლად

Item 1

05 მარტი, 2026

აფხაზეთის ა.რ იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მემ...

ვრცლად