სიახლეები

30 ივლისი, 2025

გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში სასწავლო კურსი დასრულდა


➡️გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში სასწავლო კურსი დასრულდა, რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორთან და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრთან ერთად დაესწრო.

➡️გადამზადების კურსში ჩართული იყვნენ აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდები, რომლებმაც ხუთი დღის განმავლობაში, სხვადასხვა აქტივობით დატვირთული სასწავლო კურსი გაიარეს. აღნიშნული კურსი მათ თავდაცვითი უნარ-ჩვევებისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაძლიერებაში დაეხმარებათ.

➡️შეხვედრა მიზნად ისახავდა, თავდაცვითი განათლების მხარდაჭერას და აფხაზეთიდან დევნილი მოსწავლეების წახალისებას, რომ მომავალში აქტიურად ჩაერთონ ეროვნული თავდაცვისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაძლიერების პროცესში. სტუმრები უშუალოდ გაეცნენ სასწავლო გარემოს, მიიღეს მონაწილეობა მოხალისეების ყოველდღიურობაში და მოსწავლეებთან ერთად დააგემოვნეს მოხალისის სადილის მენიუც.

➡️შეგახსენებთ, რომ მოხალისეთა ორგანიზაცია - ა(ა)იპ ,,ახალგაზრდები და ვეტერანები ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა და ,,საქართველოს გენერალთა კლუბმა“ 2023 წლის აპრილში დააფუძნეს. დაარსებიდან დღემდე, გომბორის მოსამზადებელ ცენტრში, 2000-მდე სხვადასხვა ასაკის მოხალისე გადამზადდა.

 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

08 იანვარი, 2026

თბილისის ქუჩებში ტრადიციული საშობაო მსვლელობა გაიმართა

ვრცლად

Item 1

08 იანვარი, 2026

თბილისის ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში საშობაო ლიტურგია ჩატარდა

ვრცლად

Item 1

04 იანვარი, 2026

კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე იუბილარია

ვრცლად