სიახლეები

26 ივლისი, 2025

გიორგი ჯინჭარაძე წყალტუბოში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა


➡️აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე წყალტუბოში იმყოფებოდა, სადაც აფხაზეთიდან დროებით დევნილ მოსახლეობას შეხვდა.

➡️მთავრობის თავმჯდომარე არსებულ გამოწვევებს გაეცნო და მოქალაქეების პრობლემები მოისმინა, რომელიც ძირითადად დასაქმების ხელშეწყობას, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობას, ასევე ინფრასტრუქტურისა და კომუნიკაციების მოწესრიგებასთან დაკავშირებულ საკითხებს შეეხებოდა.

➡️შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მიუხედავად ჩასახლებაში არსებული სირთულეებისა, ბოლო პერიოდში მდგომარეობა გაუმჯობესდა და სამომავლოდ დევნილთა საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად დაგეგმილია ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებსაც აფხაზეთის მთავრობა და ადგილობრივი ხელისუფლება ერთობლივად განახორციელებენ.

 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

08 იანვარი, 2026

თბილისის ქუჩებში ტრადიციული საშობაო მსვლელობა გაიმართა

ვრცლად

Item 1

08 იანვარი, 2026

თბილისის ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში საშობაო ლიტურგია ჩატარდა

ვრცლად

Item 1

04 იანვარი, 2026

კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე იუბილარია

ვრცლად