სიახლეები

24 ივლისი, 2025

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტი ბადრა გუნბა რამდენიმე დრონის მიერ აფხაზეთის საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტს გამოეხმაურა


➡️ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ "უშიშროების საბჭოს" სხდომა ჩაატარა, რომელიც აფხაზეთის "სახელმწიფო საზღვრის" უშუალო სიახლოვეს, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიებზე უპილოტო საფრენი აპარატის მასობრივ თავდასხმას ეხებოდა.

 

➡️აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ დაავალა დეფაქტო თავდაცვის სამინისტროს და აფხაზეთის "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს," გააძლიერონ თანამშრომლობა რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის აფხაზეთში განლაგებულ სასაზღვრო დეპარტამენტთან და რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს მე-7 სამხედრო ბაზასთან მსგავსი სიტუაციების თავიდან ასაცილებლად.

 

➡️შეგახსენებთ, დაფიქსირდა რამდენიმე დრონის მიერ აფხაზეთის საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტი.

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

08 იანვარი, 2026

თბილისის ქუჩებში ტრადიციული საშობაო მსვლელობა გაიმართა

ვრცლად

Item 1

08 იანვარი, 2026

თბილისის ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში საშობაო ლიტურგია ჩატარდა

ვრცლად

Item 1

04 იანვარი, 2026

კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე იუბილარია

ვრცლად