აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
სიახლეები
21 ივლისი, 2025
გიორგი ჯინჭარაძე ზუგდიდში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას შეხვდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის საჭიროებების გაცნობის მიზნით ზუგდიდში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა.
მთავრობის თავმჯდომარე დასახლებაში არსებულ ვითარებას პირადად გაეცნო და მოსახლეობას პრობლემური საკითხების დეტალურად შესწავლასა და აფხაზეთის მთავრობის კომპეტენციის ფარგლებში დროულ რეაგირებას დაჰპირდა.
მთავრობის თავმჯდომარე ლაღიძის ქუჩაზე მდებარე ჩასახლებაში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.
შეხვედრას აფახეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე გამოეხმაურა.
„ზუგდიდში შევხვდით ჩვენ დევნილებს, სადაც მოვისმინეთ მათი პრობლემები, საჭიროებები და არსებული გამოწვევები. აფხაზეთის მთავრობა მოახდენს აღნიშნული სიტუაციის შესწავლას და საკითხებზე შესაბამის და დროულ რეაგირებას განახორციელებს.
სამომავლოდ ვეცდებით თითოეულ კომპაქტურ ჩასახლებაში მივიდეთ და შევხვდეთ ჩვენ დევნილებს, მოვისმინოთ მათი საჭიროებები და ვეცადოთ ყველა ძირითადი პრობლემის გადაჭრას, რადგან დევნილებზე ზრუნვა და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია ჩვენთვის“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.მსგავსი სიახლეები
07 ნოემბერი, 2025
აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სახელობითი სტიპენდიების მფლობელები დააჯილდოვდნენ