სიახლეები

18 ივლისი, 2025

აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გიორგი ჟღენტი უხელმძღვანელებს


➡️აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად გიორგი ჟღენტი დაინიშნა.

➡️ახალი მინისტრი თანამშრომლებს აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ წარუდგინა.

➡️გიორგი ჯინჭარაძემ ახლად დანიშნულ მინისტრს წარმატებები უსურვა და ჯანდაცვის პრიორიტეტული მიმართულების გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

➡️გიორგი ჟღენტი 1978 წელს გალში დაიბადა. სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ასევე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში. დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი GIPA. მინიჭებული აქვს მაგისტრის და დოქტორის აკადემიური ხარისხები.
➡️მინისტრად დანიშვნამდე იყო "საერთაშორისო ინიციატივა განვითარებისა და მხარდაჭერისთვის” დირექტორის მოადგილე.

➡️შეგახსენებთ, რომ გიორგი ჟღენტმა აღნიშნულ თანამდებობაზე ლაშა ქარდავა შცვალა.

 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

05 მარტი, 2026

დევნილი მეწარმე ქალები აფხაზეთისთვის

ვრცლად

Item 1

05 მარტი, 2026

აფხაზეთის ა.რ მთავრობის თავმჯდომარე დევნილ მეწარმე ქალბატონებს შეხვდა

ვრცლად

Item 1

05 მარტი, 2026

აფხაზეთის ა.რ იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მემ...

ვრცლად