სიახლეები

18 ივლისი, 2025

ვიტალი დარასელიას სახელობის სტიპენდიის გამარჯვებულთა დაჯილდოება


➡️ვალერი არქანიას სახელობის არტგალერეაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელით მოასპარეზე ხუთი წარმატებული სპორტსმენი ვიტალი დარასელიას სახელობის სტიპენდიით დაჯილდოვდა.

 

➡️აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ დევნილ სპორტსმენებს ადგილობრივ ტურნირებსა და საერთაშორისო ასპარეზზე მიღწეული წარმატება მიულოცა და ვიტალი დარასელიას სახელობის სტიპენდია გადასცა.

 

➡️ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოების წარმომადგენლებმა ვიტალი დარასელიას მოღვაწეობა გაიხსენეს და ქართული ფეხბურთის განვითარებაში მის ღვაწლსა და დამსახურებაზე ისაუბრეს.

 

➡️ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ბექა ღვაჩლიანი, აფხაზეთის მთავრობის წევრები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და სპორტის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

➡️ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა, რომელიც აფხაზეთიდან დევნილი ან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელით მოასპარეზე ახალგაზრდა წარმატებული სპორტსმენების გამოვლენას, მხარდაჭერასა და წახალისებას ემსახურება.

 

➡️ვიტალი დარასელიას სახელობის სტიპენდია ენიჭებათ აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდა სპორტსმენებს, როგორც ოლიმპიური, ასევე არაოლიმპიური სპორტის სახეობაში, საკონკურსო წლის და წინა სპორტული სეზონის განმავლობაში, დადასტურებული მიღწეული შედეგების მიხედვით.

 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

08 იანვარი, 2026

თბილისის ქუჩებში ტრადიციული საშობაო მსვლელობა გაიმართა

ვრცლად

Item 1

08 იანვარი, 2026

თბილისის ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში საშობაო ლიტურგია ჩატარდა

ვრცლად

Item 1

04 იანვარი, 2026

კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე იუბილარია

ვრცლად