სიახლეები

11 ივლისი, 2025

აფხაზეთის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრად ალიონა ჩხოტუა დაინიშნა


➡️აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში მორიგი ცვლილება განხორციელდა.

 

➡️მთავრობის თავმჯდომარემ აფხაზეთის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრის თანამდებობაზე ალიონა ჩხოტუა დანიშნა.

 

➡️ახლად დანიშნული მინისტრი გიორგი ჯინჭარაძემ დღეს სამინისტროს თანამშრომლებს პირადად წარუდგინა.

 

➡️ალიონა ჩხოტუა 1976 წელს გაგრაში დაიბადა. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ფილოლოგიის ფაკულტეტი, ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალობით.მას საჯარო სექტორში მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს. ხანგრძლივი დროის განმავლობაში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

 

➡️ალიონა ჩხოტუამ იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრის თანამდებობაზე გიორგი ძიგუა შეცვალა, რომელიც აღნიშნულ პოზიციას 2024 წლიდან იკავებდა.

 

 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

05 მარტი, 2026

დევნილი მეწარმე ქალები აფხაზეთისთვის

ვრცლად

Item 1

05 მარტი, 2026

აფხაზეთის ა.რ მთავრობის თავმჯდომარე დევნილ მეწარმე ქალბატონებს შეხვდა

ვრცლად

Item 1

05 მარტი, 2026

აფხაზეთის ა.რ იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მემ...

ვრცლად