სიახლეები

11 ივლისი, 2025

გიორგი ჯინჭარაძე მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციას ესტუმრა


➡️აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთის მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციას ესტუმრა, სადაც დევნილი სპორტსმენების ვარჯიშს დაესწრო.

 

➡️შეხვედრის ფარგლებში გიორგი ჯინჭარაძემ სპორტული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და ფედერაციის წარმომადგენლებსა და სპორტსმენებს გაესაუბრა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა იმ გამოწვევებსა და საჭიროებებზე, რომელთა წინაშეც ახალგაზრდა დევნილი სპორტსმენები დგანან. გიორგი ჯინჭარაძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი სპორტის, როგორც ახალგაზრდების განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტის როლს და აღნიშნა, რომ აფხაზეთის მთავრობა დევნილი სპორტსმენების ხელშეწყობასა და სპორტული მიმართულების აქტიურ მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს.

 

➡️შეხვედრას ასევე აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი ბექა ღვაჩლიანი ესწრებოდა.

 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

07 ნოემბერი, 2025

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სახელობითი სტიპენდიების მფლობელები დააჯილდოვდნენ

ვრცლად

Item 1

07 ნოემბერი, 2025

აფხაზეთის ა/რ ჯანდაცვის სამინისტროს სასწრაფო დახმარების მანქანა გადაეცა

ვრცლად

Item 1

07 ნოემბერი, 2025

გურამ ოდიშარიას რომანის ბულგარულ ენოვანი გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა

ვრცლად