სიახლეები

08 ივლისი, 2025

"ამ დარბაზში მთელი საქართველოს გასაგონად გაისმა სოხუმის თეატრის ხმა" - გიორგი ჯინჭარაძე


➡️სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დიმიტრი ჯაიანის სახელობის დარბაზში, საქართველოს დამსახურებული არტისტის, მსახიობ ლიანა მიქაშავიძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა.

 

➡️სცენაზე მსახიობებმა სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის ისტორიის არაერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდი გააცოცხლეს.

 

➡️საიუბილეო საღამოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე დაესწრო, რომელმაც ლიანა მიქაშავიძეს იუბილე მიულოცა და ხანგრძლივი და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისთვის, აფხაზეთის მთავრობის სახელით სპეციალური ჯილდო გადასცა.

 

➡️ღონისძიების ფარგლებში ასევე მოეწყო ლიანა მიქაშავიძის წიგნის „სოხუმის თეატრი გისმენთ“ პრეზენტაცია.

 

 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

08 იანვარი, 2026

თბილისის ქუჩებში ტრადიციული საშობაო მსვლელობა გაიმართა

ვრცლად

Item 1

08 იანვარი, 2026

თბილისის ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში საშობაო ლიტურგია ჩატარდა

ვრცლად

Item 1

04 იანვარი, 2026

კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე იუბილარია

ვრცლად