სიახლეები

08 ივლისი, 2025

გიორგი ჯინჭარაძემ წიგნის მუზეუმში ნიკოლოზ და ჩარლზ ჩხოტუების პირადი ნივთების გამოფენა დაათვალიერა


➡️აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნის მუზეუმში აფხაზი თავადების ნიკოლოზ და ჩარლზ ჩხოტუების პირადი ნივთების გამოფენა დაათვალიერა.

 

➡️ღონისძიებაზე მთავრობის თავმჯდომარემ და ეროვნულ ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა კონსტანტინე გამსახურდიამ ჩხოტუების მოღვაწეობის შესახებ ისაუბრეს და შერიგების პროცესში ქართულ-აფხაზური კულტურული დიალოგის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.

 

➡️“ეს ფოტომასალა, კულტურული მემკვიდრეობა და გამოცემები ძალიან მნიშვნელოვანია და კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ისტორიულ კავშირს, რომელიც ჩვენ აფხაზი ხალხის მიმართ გვაქვს და ქართველებისა და აფხაზების საერთო კულტურულ მნიშვნელობაზე აკეთებს აქცენტს”- განაცხადა აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ.

 

➡️ღონისძიების ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობას ითვალისწინებს. აფხაზი თავადების საარქივო მასალების საქართველოში ჩამოტანა, 2024 წელს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივი ორგანიზებით, პროექტის „აფხაზური არქივები“ ფარგლებში განხორციელდა.

 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

08 იანვარი, 2026

თბილისის ქუჩებში ტრადიციული საშობაო მსვლელობა გაიმართა

ვრცლად

Item 1

08 იანვარი, 2026

თბილისის ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში საშობაო ლიტურგია ჩატარდა

ვრცლად

Item 1

04 იანვარი, 2026

კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე იუბილარია

ვრცლად