სიახლეები

03 ივლისი, 2025

ზუგდიდის მე-4 საჯარო სკოლაში გიორგი ჯინჭარაძე აბიტურიენტების საგულშემატკივროდ მივიდა


➡️ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო ზუგდიდშიც. აფხაზეთიდან დევნილთა საგულშემატკივროდ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულ დავით ვერავასთან და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერ მამუკა წოწერიასთან ერთად ზუგდიდის მე-4 საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში დაესწრო.

 

➡️უამინდობის მიუხედავად სკოლასთან აბიტურიენტების მშობლები არიან შეკრებილი.

 

➡️აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე მათ გაესაუბრა და აბიტურიენტებს წარმატებები უსურვა.

 

➡️"დღეს ჩვენი აბიტურიენტებისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა, მათ შორის აფხაზეთიდან დროებით დევნილი ჩვენი ახალგაზრდებისთვის, რომლებმაც თავისი როლი უნდა შეასრულონ საქართველოს გამთლიანებასა და წარმატებაში. მინდა ყველა მათგანს ვუსურვო წარმატებები გამოცდებზე, რადგან ქვეყნის მომავალი, ერთიანობა და ნდობის აღდგენა მათ წარმატებაზეა დამოკიდებული. ასევე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და აღვნიშნო, რომ ზუგდიდიდან სულ რამდენიმე კილომეტრში, ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდები შეზღუდულები და მოკლებულები არიან  ქართულ ენაზე სწავლებას, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ამ ახალგაზრდების ჩართულობითა და სახალხო დიპლომატიით ეს პრობლემები გადაიჭრება და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება“,- განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.

 

➡️ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით გაიხსნა და 22 ივლისს დასრულდება.

 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

15 აგვისტო, 2025

მსახიობი მერაბ ბრეკაშვილი 61 წლის ასაკში გარდაიცვალა

ვრცლად

Item 1

14 აგვისტო, 2025

აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან 33 წელი გავიდა

ვრცლად

Item 1

13 აგვისტო, 2025

გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთის საჯარო სკოლის დირექტორებს შეხვდა

ვრცლად