სიახლეები

02 ივლისი, 2025

"იდეა, რის გამოც ეს ადამიანები ჩვენს სამშობლოს შეეწირნენ, აუცილებლად იქნება აღსრულებული და საქართველო იქნება ერთიანი" - გიორგი ჯინჭარაძე


➡️აფხაზეთში, ოჩამჩირის რაიონის სოფელ ტამიშთან გამართული ბრძოლიდან 32 წელი გავიდა. გმირთა მოედანზე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მეომრები გაიხსენეს.

 

➡️აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და აფხაზეთის მეომართა კავშირის წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

 

➡️1993 წლის, 2 ივლისს, დაბა ტამიშთან აფხაზურმა მხარემ რუსეთის სამხედრო ხომალდით საზღვაო დესანტი გადმოსხა. დესანტი 600 კაცისგან შედგებოდა. გამთენიისას პირველი დარტყმა ტამიშში, ლაბრასა და ზემო კინთხში განლაგებულმა ქართულმა ქვედანაყოფებმა მიიღეს. მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადა „დუშეთის“, „შავნაბადასა“ და „ავაზას“ ბატალიონებმა.

 

➡️ქართულმა მხარემ რამდენიმედღიანი ბრძოლის შედეგად, 300-მდე მებრძოლი დაკარგა. დიდი დანაკარგის მიუხედავად, ქართველმა ჯარისკაცებმა დესანტის მოგერიება და პოზიციების შენარჩუნება შეძლეს.

 

➡️ტამიშის ბრძოლები, აფხაზეთის ომის ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდი, საქართველოს ისტორიაში შევიდა, როგორც ქართველი მეომრების თავგანწირვის, ერთიანობისა და გმირობის უდიდესი მაგალითი.

 

 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

07 ნოემბერი, 2025

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სახელობითი სტიპენდიების მფლობელები დააჯილდოვდნენ

ვრცლად

Item 1

07 ნოემბერი, 2025

აფხაზეთის ა/რ ჯანდაცვის სამინისტროს სასწრაფო დახმარების მანქანა გადაეცა

ვრცლად

Item 1

07 ნოემბერი, 2025

გურამ ოდიშარიას რომანის ბულგარულ ენოვანი გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა

ვრცლად