სიახლეები

26 ივნისი, 2025

ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი დევნილი კურსდამთავრებულები " წარმატებულის სიგელით" დააჯილდოვეს


➡️საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი 56 მოსწავლე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს „წარმატებულის სიგელით“ დააჯილდოვეს.

 

➡️დაჯილდოების ცერემონიაზე საჯარო სკოლებს „მადლობის სიგელი“, პედაგოგებს კი „საპატიო სიგელები’’ გადაეცათ.

 

➡️ჯემალ გამახარიამ და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა კურსდამთავრებულებს, მშობლებსა და მასწავლებლებს ის დიდი წარმატება იულოცეს, რისი მიღწევაც ერთობლივი ძალისხმევით გახდა შესაძლებელი და მომავლშიც წარმატებები უსურვეს.

 

➡️ღონისძიებაზე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ მოსწავლეები და კურსდამთავრებულები მანტიებით შემოსა. 

 

➡️კურსდამთავრებულებთან შეხვედრა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოსა და ეროვნული ბიბლიოთეკის ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი , აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ.

 

 

 

 

 

 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

05 მარტი, 2026

დევნილი მეწარმე ქალები აფხაზეთისთვის

ვრცლად

Item 1

05 მარტი, 2026

აფხაზეთის ა.რ მთავრობის თავმჯდომარე დევნილ მეწარმე ქალბატონებს შეხვდა

ვრცლად

Item 1

05 მარტი, 2026

აფხაზეთის ა.რ იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მემ...

ვრცლად