სიახლეები

24 ივნისი, 2025

პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიური ანგარიში მოისმინეს


➡️პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიური ანგარიში მოისმინა.

 

➡️დოკუმენტი კომიტეტის წევრებს სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილემ გააცნო. 

 

➡️ირაკლი ბერაიამ აღნიშნა, რომ საქართველოს უსაფრთხოების სამსახური ოკუპაციით გამოწვეული პრობლემების მოგვარებას აქტიურად განაგრძობს.

 

➡️2024 წელს  უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდა საქართველოს 68 მოქალაქე, მათ შორის 38 პირი  აფხაზეთში, ხოლო 30  ცხინვალში.

 

➡️2025 წელს კი ოკუპირებული ტერიტორიებიდან გათავისუფლდა 30 მოქალაქე.

 

➡️„საქართველოს  უსაფრთხოებისთვის დღემდე  ყველაზე დიდ საფრთხედ  რჩება რუსეთის მიერ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია და ოკუპაციის თანმდევი პროცესები . 2024 წლის მანძილზე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში გრძელდებოდა უკანონო სამხედრო წვრთნები, კვლავ ჰქონდა ადგილი უკანონო დაკავებებს და ე.წ უკანონო ბორდერიზაციას.

 

საქართველოს რეგიონების ოკუპაციის შემდეგ ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები საზოგადოება რუსეთის ანექსიურ პოლიტიკას ღიად პირველად  დაუპირისპირდა და საპასუხოდ რეგიონში ფინანსური და ენერგეტიკული კრიზისის შექმნით საოკუპაციო ძალამ სადამსჯელო ზომები გაატარა.

 

ოკუპაციით გამოწვეულ პრობლემების საპასუხოდ უსაფრთხოების სამსახური ყოველდღიურ რეჟიმში აქტიურად დგამდა ნაბიჯებს. სამსახურმა უამრავი ხელისშემშლელი   ფაქტორების მიუხედავად, შეძლო ოკუპირებულ  ტერიტორიებზე  უსაფრთოებისა და სტაბილურობის შენარჩუნება“ - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

05 ივლისი, 2025

კამანში მომხდარი ტრაგედიიდან 32 წელი გავიდა

ვრცლად

Item 1

03 ივლისი, 2025

ზუგდიდის მე-4 საჯარო სკოლაში გიორგი ჯინჭარაძე აბიტურიენტების საგულშემატკივროდ მივიდა

ვრცლად

Item 1

02 ივლისი, 2025

"იდეა, რის გამოც ეს ადამიანები ჩვენს სამშობლოს შეეწირნენ, აუცილებლად იქნება აღსრულებული და საქა...

ვრცლად