სიახლეები

23 ივნისი, 2025

გიორგი ჯინჭარაძე მთავრობის თავმჯდომარის ამპლუაში პირველად მონაწილეობს ჟენევის მოლაპარაკებების 64-ე რაუნდში


➡️ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი 64-ე რაუნდი იმართება.
 
➡️ქართული დელეგაცია საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიას ხელმძღვანელობით მოლაპარაკებებზე დღეს გაემგზავრა. დელეგაციის შემადგენლობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე იმყოფება.
 
➡️მოლაპარაკებების 64-ე რაუნდის ძირითადი თემები იქნება რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება და იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების საკითხები.
 
➡️გამგზავრებამდე აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარებმ განაცხადა, რომ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემა იქნება დევნილების საკუთარ სახლებში დაბრუნება და ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართულ ენაზე სწავლების აკრძალვის საკითხი.
 
➡️„ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარე რაუნდზე ჩვენ წარმოვადგენთ ყველა იმ მიმართულებას და გამოწვევებს, რომელიც დაკავშირებულია ჩვენს მოსახლეობასთან. ეს არის სისტემატური უკანონო დაკავებების შემთხვევები, რაზეც აუცილებლად გვექნება შესაბამისი რეაგირება და ჩვენი მხრიდან საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, აუცილებლად მოვითხოვთ მათ უპირობო გათავისუფლებას.
 
➡️ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემა იქნება ასევე ჩვენი დევნილების დაბრუნება მათ საკუთარ სახლებში და უმთავრესი პრიორიტეტი - ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართულ ენაზე სწავლების აკრძალვის საკითხი. ამ მიმართულებით გვაქვს ძალიან დიდი გამოწვევები, შესაბამისად ეს ფორმატი გვაძლევს საშუალებას, რომ უფრო კომპლექსურად განვიხილოთ აღნიშნული საკითხები ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად გადავჭრათ“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
 
 

 

 

 

 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

16 სექტემბერი, 2025

აფხაზეთიდან დევნილ 720 ოჯახს ახალი ბინები გადაეცა

ვრცლად

Item 1

16 სექტემბერი, 2025

აფხაზეთის მთავრობის წევრები ხობის რაიონის სოფელ ნოჯიხევში არსებულ დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში იმყ...

ვრცლად

Item 1

15 სექტემბერი, 2025

ზუგდიდში საპატიო ზუგდიდელების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა

ვრცლად