სიახლეები

18 ივნისი, 2025

გიორგი ჯინჭარაძე საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს გიორგი გაბუნიას შეხვდა


➡️აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს გიორგი გაბუნიას შეხვდა.
 
➡️შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე საფრთხეში მყოფი ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობაზე და ამ მიმართულებით შესაძლებლობის ფარგლებში განსახორციელებელ ღონისძიებებზე.
 
➡️შეხვედრის ფარგლებში ასევე, საუბარი შეეხო აფხაზეთის შემოქმედებითი კოლექტივების მხარდაჭერას, რომლებიც ქართულ-აფხაზური ტრადიციების დაცვას და კულტურის პოპულარიზაციას ემსახურებიან, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.
 
➡️მხარეები სამომავლო ერთობლივი და კოორდინირებული თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ, რაც კულტურული მიმართულებით მჭიდრო და ინტენსიური ურთიერთობების გაგრძელებას ითვალისწინებს.
 
 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

05 მარტი, 2026

დევნილი მეწარმე ქალები აფხაზეთისთვის

ვრცლად

Item 1

05 მარტი, 2026

აფხაზეთის ა.რ მთავრობის თავმჯდომარე დევნილ მეწარმე ქალბატონებს შეხვდა

ვრცლად

Item 1

05 მარტი, 2026

აფხაზეთის ა.რ იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მემ...

ვრცლად