სიახლეები

16 ივნისი, 2025

გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთის №3 საჯარო სკოლაში სკოლის დირექტორსა და პედაგოგებს შეხვდა


➡️ აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრ ბექა ღვაჩლიანთან ერთად, ვოვა ვეკუას სახელობის აფხაზეთის №3 საჯარო სკოლას ესტუმრა.

 

➡️ მთავრობის თავმჯდომარემ მომავალი თაობების აღზრდის საქმეში შეტანილი წვლილისთვის და საკუთარი საქმის ერთგულებისთვის პედაგოგებს მადლობა გადაუხადა.

 

➡️ შეხვედრის ფარგლებში სკოლაში არსებულ ძირითად გამოწვევებზე, ინფრასტრუქტურულ საჭიროებებსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების საკითხებზე ისაუბრეს.

 

➡️ გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლებში მოსწავლეებისთვის აფხაზური ენის სწავლების შესაძლებლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ეს საკითხი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მატარებელია.

 

➡️ როგორც შეხვედრაზე ითქვა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა განათლების სფეროს გაძლიერებისთვის მუშაობას მომავალშიც გააგრძელებს.

 

 

 

 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

05 მარტი, 2026

დევნილი მეწარმე ქალები აფხაზეთისთვის

ვრცლად

Item 1

05 მარტი, 2026

აფხაზეთის ა.რ მთავრობის თავმჯდომარე დევნილ მეწარმე ქალბატონებს შეხვდა

ვრცლად

Item 1

05 მარტი, 2026

აფხაზეთის ა.რ იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მემ...

ვრცლად