სიახლეები

16 ივნისი, 2025

თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტომ ვეტერანთა კლინიკურ ჰოსპიტალს მობილური კლინიკა გადასცა


➡️თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო TIKA-მ ვლადიმერ სანიკიძის სახელობის ვეტერანთა კლინიკურ ჰოსპიტალს მობილური კლინიკა გადასცა.
 
➡️მობილური კლინიკა გულისხმობს სასწრაფო მანქანას, რომელიც მნიშვნელოვნად გაადვილებს რეგიონებში - მით უფრო, მაღალმთიან რაიონებში მცხოვრები ვეტერანებისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენას.

 

➡️ვეტერანებს ადგილზე შეეძლებათ მიიღონ მაღალტექნოლოგიური მომსახურება სპეციალისტების დახმარებით.

 

➡️საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე, აფხაზეთის მეომართა კავშირის თავმჯდომარე ანზორ მარგიანი, თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრუფლებიანი ელჩი საქართველოოში - ალი ქაან ორბაი და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს პრეზიდენტის მოადგილე ნაჯი იორულმაზი.


➡️შეგახსენებთ, TIKA თუქეთის მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფი  ორგანიზაციაა, რომელიც საქართველოში  30 წელია სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს ერთობლივ პროექტებს. თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოსთან ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს მრავალწლიანი , შედეგზე ორიენტირებული ურთიერთობა აკავშირებს.

 

 

 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

16 სექტემბერი, 2025

აფხაზეთიდან დევნილ 720 ოჯახს ახალი ბინები გადაეცა

ვრცლად

Item 1

16 სექტემბერი, 2025

აფხაზეთის მთავრობის წევრები ხობის რაიონის სოფელ ნოჯიხევში არსებულ დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში იმყ...

ვრცლად

Item 1

15 სექტემბერი, 2025

ზუგდიდში საპატიო ზუგდიდელების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა

ვრცლად