სიახლეები

15 ივნისი, 2025

გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთიდან დევნილ ვეტერანებს შეხვდა


➡️აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთიდან დევნილ ვეტერანებს შეხვდა.

 

➡️მთავრობის თავმჯდომარემ ქვეყნის წინაშე არსებული დამსახურებისთვის ვეტერანებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა რომ აფხაზეთის მთავრობა მუდმივად იქნება ვეტერანების გვერდით და მათ საჭიროებებს მაქსიმალური ყურადღებით მოეკიდება.

 

➡️გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთიდან დევნილი ვეტერანების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების საკითხებზე ისაუბრა.

 

➡️შეხვედრის მონაწილეებს გააცნო პროგრამები, რომლებიც აფხაზეთის ა/რ მთავრობის მიერ ხორციელდება და მიმართულია როგორც ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაზე, ასე ვეტერანების სოციალური მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად.

 

➡️შეხვედრაზე განიხილეს სამომავლო გეგმები და ინიციატივები, რომლებიც აფხაზეთიდან დევნილი ვეტერანების მხარდაჭერის გაძლიერებასა და მათ საჭიროებებზე მორგებული პოლიტიკის განხორციელებას ისახავს მიზნად.

 

➡️ღონისძიებას აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე და აფხაზეთის მეომართა კავშირის თავმჯდომარე ანზორ მარგიანი ესწრებოდა, რომელმაც აფხაზეთიდან დევნილი ვეტერანების წინაშე არსებული პრობლემების გადასაწყვეტად მთავრობასთან კოორდინირებული მუშაობის აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

 

 

 

 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

12 იანვარი, 2026

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან მოქალაქეთა მიღება განახლდა

ვრცლად

Item 1

08 იანვარი, 2026

თბილისის ქუჩებში ტრადიციული საშობაო მსვლელობა გაიმართა

ვრცლად

Item 1

08 იანვარი, 2026

თბილისის ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში საშობაო ლიტურგია ჩატარდა

ვრცლად