სიახლეები

09 ივნისი, 2025

აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე გიორგი ჯინჭარაძის კადიდატურა წარადგინა


➡️აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე გიორგი ჯინჭარაძის კანდიდატურა წარადგინა.

 

➡️პრეზიდიუმის წევრებმა გიორგი ჯინჭარაძის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე დანიშვნის თანხმობის მისაღებადსაქართველოს მთავრობისთვის მიმართვის საკითხი განიხილეს.

 

➡️განხილვის შემდეგ, დეპუტატებმა კენჭისყრით ერთხმად მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ მიმართვას.

 

➡️კანდიდატურასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები საქართველოს ცენტრალურ მთავრობასთან უკვე დაწყებულია. გიორგი ჯანჭარაძე დაიბადა 1992 წლის 6 მაისს. ამ დრომდე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა.

 

➡️2021 -2024 წლამდე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იყო. ცნობისთვის, 2 ივნისს ლევან მგალობლიშვილმა აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის პოსტი დატოვა და აღნიშნული სამთავრობო ცვლილებები სწორედ ამ ფაქტით იყო განპირობებული.

 

 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

07 ივლისი, 2025

გიორგი ჯინჭარაძე კალოუბნის ქუჩაზე მდებარე აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულების პერსონალს შეხვდა

ვრცლად

Item 1

07 ივლისი, 2025

სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრმა მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე "ზღვის თეატრი" წარმოადგინ...

ვრცლად

Item 1

05 ივლისი, 2025

კამანში მომხდარი ტრაგედიიდან 32 წელი გავიდა

ვრცლად