სიახლეები

03 ივნისი, 2025

რა პროცედურებია საჭირო აფხაზეთის ა/რ მთავრობის ახალი თავმჯდომარის ასარჩევად?!


➡️აფხაზეთის ა/რ მთავრობაში ცვლილებებია. 2 ივნისს თავმჯდომარის პოსტი ლევან მგალობლიშვილმა დატოვა  და საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ მან ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნა. ჯერ-ჯერობით უცნობია თუ ვინ უხელმძღვანელებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას.

➡️აღსანიშნავია, რომ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობას პირველი მოადგილე ანზორ მარგიანი ასრულებს.

➡️რა პროცედურებია საჭირო აფხაზეთის ა/რ მთავრობის ახალი თავმჯდომარის ასარჩევად?!

➡️აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის არჩევა და დამტკიცება — ეს პროცესი რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, კერძოდ კი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით და საქართველოს კონსტიტუციით.
 აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის ახალ კანდიდატურას წარადგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. იმისთვის, რომ ახალი კანდიდატურა შეირჩეს პრემიერ მინისტრი კონსულტაციებს  გადის  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან. წარდგენილი კანდიდატურა განიხილება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში, რომელიც აფხაზეთის ლეგიტიმური წარმომადგენლობითი ორგანოა საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში.
არჩეული კანდიდატი აფხაზეთის ა/ რ უმაღლეს საბჭოს წარუდგენს თავის ხედვას, სამოქმედო გეგმას და პრიორიტეტებს.უმაღლესი საბჭო ხმათა უმრავლესობით ამტკიცებს მთავრობის თავმჯდომარეს.  თუ უმაღლესი საბჭო არ დაამტკიცებს წარმოდგენილ კანდიდატს, პრემიერ-მინისტრი ვალდებულია წარადგინოს ახალი კანდიდატი.

 

➡️დამტკიცების შემდეგ აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე ოფიციალურად ინიშნება საქართველოს მთავრობის განკარგულებით და ის  იწყებს მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტებას და საქმიანობის განხორციელებას. 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

31 ივლისი, 2025

სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე "აზდაკის ბაღის" საპრემიერო სპექტაკლი "მე...

ვრცლად

Item 1

30 ივლისი, 2025

გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში სასწავლო კურსი დასრულდა

ვრცლად

Item 1

29 ივლისი, 2025

თურქეთში, კუნძულ ქინალიადაზე საერთაშორისო ბანაკმა აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს უმასპინძლა

ვრცლად