სიახლეები

27 მაისი, 2025

ზუგდიდში, დამოუკიდებლობის დღეს გურამ გაბესკირიას ბიუსტი გაიხსნა


➡️ზუგდიდში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე სხვა ქალაქების მსგავსად მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშა. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ზეიმი ეროვნული გმირების პარკში, სოხუმის ყოფილი მერის, გურამ გაბესკირიას ბიუსტის გახსნით დაიწყო.

➡️საქართველოს ეროვნული გმირი - გურამ გაბესკირია არის შეუპოვარი ბრძოლისა და სამშობლოს უსაზღვრო სიყვარულის მაგალითი. ბიუსტი აფხაზეთის ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მინისტრმა დავით ფაცაციამ და ზუგდიდის მერმა მამუკა წოწერიამ გახსნეს.

➡️გმირები, რომლებიც ომმა დაგვიტოვა არა მარტო წიგნებში, არამედ ჩვენ თვალწინ ცოცხლდებოდნენ და გვასწავლიდნენ, რომ სამშობლოს სიყვარული ყველაფერს ითხოვს სამაგიეროდ სახელს გიტოვებს, რომელიც მრავალი წლის მერე ისტორიის სახელმძღვანელოებში დაიწერება. ამ უკვდავ სახელებს შორისაა გურამ გაბესკირია – სოხუმის მერი, რომელიც დაცემულ ქალაქს ვერ შეელია.

➡️გაბესკირიას სამხედრო კარიერაზე არ უოცნებია. მისი გამოცდილება მხოლოდ 2 წლიანი სავალდებულო სამსახურით უნდა დასრულებულიყო, თუმცა, როდესაც ბრძოლები მშობლიური ქალაქის ქუჩებამდე მივიდა, განზე გადგომა მისი არჩევანი ვერ იქნებოდა. „არასდროს სანამ ცოცხალი ვარ ".ეს იყო გურამ გაბესკირიას პასუხი მტრის მოთხოვნაზე "დაიჩოქე და შეაგინე ქართველებს!"

➡️ეროვნული გმირების პარკში სამომავლოდ სხვა გმირების ბიუსტებიც დაიდგმება და იქცევა ადგილად, რომელიც ჩვენი ქვეყნის ისტორიას და გმირების სახელებს უკვდავყოფს.


 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

31 ივლისი, 2025

სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე "აზდაკის ბაღის" საპრემიერო სპექტაკლი "მე...

ვრცლად

Item 1

30 ივლისი, 2025

გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში სასწავლო კურსი დასრულდა

ვრცლად

Item 1

29 ივლისი, 2025

თურქეთში, კუნძულ ქინალიადაზე საერთაშორისო ბანაკმა აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს უმასპინძლა

ვრცლად