სიახლეები

24 მაისი, 2025

სამების საკათედრო ტაძრის ეზოში აფხაზეთის დღე საზეიმო ღონისძიებით აღინიშნა


➡️სამების საკათედრო ტაძრის ეზოში აფხაზეთობა 2025  საზეიმო ღონისძიებით  აღინიშნა. ღონისძიება წმინდა სვიმონ კანანელის სახელობის მშენებარე ბაზილიკის მიმდებარედ გაიმართა, სადაც აფხაზეთიდან დროებით დევნილი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა, ფოტოგამოფენა და კალიგრაფიის მასტერკლასი ჩატარდა.
➡️ღია სივრცეში დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდა ენახა აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის მიერ მომზადებული ვიდეორგოლი აფხაზეთზე. საზეიმო ღონისძიება აფხაზეთის ა/რ მთავრობის და საქართველოს საპატრიარქოს ჩართულობით განხორციელდა.
➡️ აფხაზეთის შემოქმედებითი კოლექტივების გალა-კონცერტს აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, მთავრობის წევრები და საპატრიარქოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

05 მარტი, 2026

დევნილი მეწარმე ქალები აფხაზეთისთვის

ვრცლად

Item 1

05 მარტი, 2026

აფხაზეთის ა.რ მთავრობის თავმჯდომარე დევნილ მეწარმე ქალბატონებს შეხვდა

ვრცლად

Item 1

05 მარტი, 2026

აფხაზეთის ა.რ იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მემ...

ვრცლად