სიახლეები

06 მაისი, 2025

ლევან მგალობლიშვილი ქუთაისში სამედიცინო ცენტრ „დიომედი +“-ის პერსონალს შეხვდა


➡️აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ლაშა ქარდავასთან ერთად, ქუთაისში მდებარე სამედიცინო ცენტრ „დიომედი +“-ში იმყოფებოდა, სადაც ცენტრის პერსონალს შეხვდა და კლინიკა დაათვალიერა.

➡️მთავრობის თავმჯდომარემ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს პროფესიონალიზმისა და მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისთვის მადლობა გადაუხადა და ექიმებს "დიომედის“ კლინიკების ახალი დირექტორი ნათია ფარცვანია წარუდგინა.  

➡️ვიზიტის ფარგლებში მთავრობის თავმჯდომარემ კლინიკის ყოფილი მენეჯერი, ღვაწლმოსილი ექიმი ნინო ქასრაშვილი მრავალწლიანი პროფესიული საქმიანობისთვის აფხაზეთის მთავრობის მადლობის სიგელით დააჯილდოვა.

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

12 იანვარი, 2026

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან მოქალაქეთა მიღება განახლდა

ვრცლად

Item 1

08 იანვარი, 2026

თბილისის ქუჩებში ტრადიციული საშობაო მსვლელობა გაიმართა

ვრცლად

Item 1

08 იანვარი, 2026

თბილისის ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში საშობაო ლიტურგია ჩატარდა

ვრცლად