სიახლეები

30 აპრილი, 2025

აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ვეტერანების საკითხი განიხილეს


➡️აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის გაფართოებული  სხდომა ჩატარდა, რომლის ძირითად განხილვის საგანს წარმოადგენდა 1992-93 წლების საომარი მოქმედებების მონაწილე ვეტერანებისა და ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებისთვის განკუთვნილი სოციალური პროგრამების განხორციელების მიმდინარეობა.
➡️2023-24 წლების  ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ეფექტიანად გამოყენების შედეგებზე ისაუბრა უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის  თავმჯდომარემ თამაზ ხუბუამ.
➡️რეკომენდაციების შესრულებაზე  ანგარიშები წარადგინეს აფხაზეთის ა/რ ფინანსთა, ჯანდაცვის, იუსტიციის, იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრებმა და მინისტრის მოადგილეებმა.  
➡️ვეტერანთა ინფორმირებულობისა და  ცნობიერების ამაღლების საქმეში აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის როლზე ისაუბრა ცენტრის დირექტორმა ეკა წივწივაძემ.

იხილეთ ვრცლად:


 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

12 იანვარი, 2026

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან მოქალაქეთა მიღება განახლდა

ვრცლად

Item 1

08 იანვარი, 2026

თბილისის ქუჩებში ტრადიციული საშობაო მსვლელობა გაიმართა

ვრცლად

Item 1

08 იანვარი, 2026

თბილისის ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში საშობაო ლიტურგია ჩატარდა

ვრცლად